მოლდოვის ნაკრები საქართველოს კაპიტანის გარეშე დაუხვდება

19-05-2017, 12:11

11 ივნისს მოლდოვის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩისთვის გუნდის თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ გაფართოვებული შემადგენლობა გამოაქვეყნა.

შემადგენლობაში ვერ მოხვდა მოლდოველთა უდავო ლიდერი და კაპიტანი ალექსანდრ გაცკანი. რუსული "როსტოვის" ნახევარმცველს მსოფლიო პირველობის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებში 3 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დისკვალიფიცირებულია.

საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებების პირველ შეხვედრაში, რომელიც ნოემბერში თბილისში გაიმართა და 1:1 დასრულდა, ჩვენი გუნდის კარში ულამაზესი გოლი სწორედ გაცკანმა გაიტანა.

ამ მომენტისთვის შესარჩევ ჯგუფში საქართველო მე-5 ადგილზეა, ხოლო მოლდოვა მე-6 პოზიციას იკავებს.



  • beka10
  • 19 მაისი 2017 12:11
gackani martla magaria

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით