აუსილიო: "რონალდუს ყიდვა შეგვიძლია, თუმცა ამას არ ვიზამთ"

19-05-2017, 18:27

მილანის "ინტერის" დირექტორმა, პიერო აუსილიომ განაცხადა, რომ "სანინგ გრუფს" კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა შეუძლია, თუმცა ამას არ გააკეთებს, რადგან ჩინელებს არ სურთ, რომ ფეირ ფლეის რეგულაციები დაარღვიონ.

"ჩინელებს უდიდესი სახელის მქონე ფეხბურთელების ყიდვაც შეუძლიათ, როგორიცაა რონალდუ, თუმცა ამას არ გავაკეთებთ, რადგან არ გვინდა დავარღვიოთ ფინანსური ფეირ ფლეი. თუ მხოლოდ პორტუგალიელ სუპერ ვარსკვლავს შევიძენთ, ამით კლუბი ვერ განვითარდება."

"ყოველ დღე ვკითხულობ ამბებს იმის შესახებ თითქოსდა ძალიან ბევრ ფეხბურთელს დიდ გასამრჯელოს ვპირდებით, მაგრამ ჩვენ ყველაფერს რაღაც ზომის ფარგლებში ვაკეთებთ. მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენ გვაქვს უფლება 200-230 მილიონი ევრო დავხარჯოთ, ამჯერად ამას უნდა დავსჯერდეთ." - განაცხადა აუსილიომ.



  • goga11
  • 19 მაისი 2017 18:29
რამ გააგიჟა ეს მერდები

  • Leroy
  • 21 მაისი 2017 02:17
interi tu martla ise moixoda rogorc apirebs ufro saintereso gaxdeba seria a

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით