მალდინი: "რომ არა "მილანი", მადრიდის "რეალში" ვითამაშებდი"

19-05-2017, 19:57

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარულმა მცველმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ თუ კარიერის განმავლობაში "როსონერის" დატოვება მოუხდებოდა, მოღვაწეობას მადრიდის "რეალში" გააგრძელებდა.

"რეალი" "მილანს" რაღაცებით ძალიან ჰგავს. რომ არა "როსონერიში" გატარებული უამრავი წელი და ბევრი სასიამოვნო მოგონება, აუცილებლად ვითამაშებდი "სამეფო კლუბში".

პაოლო მალდინი "მილანის" ღირსებას 24 წლის განმავლობაში იცავდა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

იტალიელმა გუნდთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება 5-ჯერ მოახერხა.

  • beka10
  • 19 მაისი 2017 19:57
didi kacia paolo namdivlad

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით