ობამეიანგი: "ყველაფერი მომავალ კვირას გადაწყდება"

21-05-2017, 14:10

გერმანული "დორტმუნდის" გაბონელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ სურს მის მომავალზე საუბარი და ამ ყველაფერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს. 27 წლის ფეხბურთელის შეძენით მადრიდის "რეალი", "პსჟ" და ერთ-ერთი ჩინური კლუბი ინტერესდება.

"ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, ყველაფერი მომავალ კვირას გადაწყდება. რაც გინდა ის თქვით, ჭორები არ მაინტერესებს. მომავალ კვირამდე ჩემ მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია სიცრუე იქნება." - განაცხადა ობამეიანგმა გერმანულ "Bild"-თან საუბრისას.

გაბონელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ცხრა მატჩში შვიდჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით