სპალეტი "რომას" ტოვებს

21-05-2017, 17:43

გავლენიანი სპორტული გამოცემა Football Italia-ს ცნობით, "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანი სპალეტიმ გადაწყვიტა სეზონის დასრულების შემდეგ დედაქალაქური კლუბი დატოვოს.

სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანლობას საკუთარი გადაწყვეტილება თავად ამცნო, ხოლო იტალიური პრესა როგორც გვეუბნება, იგი ახალი სეზონის დაწყების წინ "მილანს" ჩაიბარებს, რომელიც ჩინელი ინვესტორების საკუთრებაში გადავიდა და ძალიან დიდი გეგმები აქვს.

მიმდინარე სეზონში სპალეტის გაწვრთნილი "რომა" სერია ა-ში მეორე პოზიციას იკავებს და ჩემპიონობის მოპოვების მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ დარჩა.

ლუჩიანო სპალეტიმ "რომა" 2016 წლის ზამთარში ჩაიბარა. მანამდე იგი დედაქალაქურ გრანდს 2005-2009 წლებში წვრთნიდა.



  • beka10
  • 21 მაისი 2017 17:44
ვაა საღოლ სპალეტის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით