ქვილითაიამ მძიმე ტრავმა მიიღო

22-05-2017, 17:59

ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გამართულ შეხვედრაში "შტურმის" წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ მძიმე ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი დასრულდა.

გარდა ჩემპიონატის შეხვედრებისა, ქვილითაია საკუთარ კლუბს თასის ფინალში ვერ დაეხმარება და ასევე მონაწილეობას ვერ მიიღებს 11 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება ქვილითაიას რეაბილიტაციისთვის. ავსტრიულ პრესა დაწყრდნობით, კლუბის ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მან ახალი სეზონისთვის მზადება დროულად დაიწყოს.

გიორგი ქვილითაიამ ეროვნული ნაკრების უკანასკნელ შეხვედრაში ლატვიის წინააღმდეგ დუბლის შესრულება მოახერხა.



  • beka10
  • 22 მაისი 2017 18:05
vaaa arada ra formashi iuo :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით