ქართველი, რომელმაც ევროპის ოქროს ბუცი მოიგო

23-05-2017, 00:04

2016/2017 წლის სეზონის ევროპაში დასრულდა. ოქროს ბუცის მფლობელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მასშტაბით ჩატარებულ შეხვედრებში ჯამში 37 გოლის გატანა მოახერხა. 

ოქროს ბუცი ინდივიდუალური ჯილდოა, რომელიც 1968 წლიდან თამაშდება და იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომელიც ევროპის ზონაში მყოფ ქვეყნის ჩემპიონატებს შორის ყველაზე მეტ გოლს გაიტანას.

ქართველი გულშემატკივრების სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ 1995/1996 წლის სეზონში ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდ "მარგვეთში" მოთამაშე თავდამსხმელი ზვიად ენდელაძე გახლდათ.

ზვიად ენდელაძე 1966 წელს დაიბადა და კარიერის უდიდესი ნაწილი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებში გაატარა. ხსენებულ სეზონში, 1995/96 წელს ქვეყნის პირველობის ეგიდით მან ჯამში 40 ბურთის გატანა მოახერხა. 

აღსანიშნავია, რომ 1 წლის მერე აღნიშნული ჯილდო ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდო ლუის ნაზარიომ მოიგო, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით მეტოქეთა კარში 34 ბურთი შეაგდო.



  • beka10
  • 23 მაისი 2017 00:25
zviadi dzaan done iyo

Chemi mwvrtneli iyoo

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით