"მანჩესტერის" სტადიონზე ტრაგედია მოხდა

23-05-2017, 12:56

"მანჩესტერ არენაზე" არიანა გრანდეს კონცერტის დროს საშინელი კატასტროფა მოხდა. ტერორისტმა საკუთარ სხეულზე მიმაგრებული ბომბი ააფეთქა, რომელსაც ჯამში 22 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, მათ შორის ბავშვების.

ტრაგედიას სწრაფადვე გამოეხმაურა ორივე მანჩესტერული გრანდის ფეხბურთელთა დიდი ნაწილი. უეინ რუნიმ, ვისენტ კომპანიმ და რაჰიმ სტერლინგმა შეშფოთება გამოხატეს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადეს.

როგორც ცნობილი ხდება, "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრაგედიის მსხვერლპლთა ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაწევასაც გეგმავენ.

კლუბებმა საკუთარი სოციალური ქსელის გვერდების მეშვეობით მიმართვებიც გაავრცელეს:

"შოკირებულები ვართ იმ ყველაფრით, რაც ღამით "მანჩესტერ არენაზე" მოხდა. ჩვენი ფიქრები დაღუპულებთანაა". - ვკითხულობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ განცხადებაში.

"ესაა ძალიან სევდიანი მოვლენა, რაც არენაზე მოხდა. ჩვენი ფიქრები დაღუპულებთაანაა და ქალაქის შესაბამის ორგანოებთან". - წერია "სიტის" განცხადებაში.

  • beka10
  • 23 მაისი 2017 12:57
აუუ რა საშინელებაა :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით