ბოლო ქართული გუნდი, რომელმაც ევროპის ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშა

24-05-2017, 13:28

დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე სტოკჰოლმში უეფას ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აიაქსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან.

ევროპის ლიგა, რომელსაც ცოტა ხნის წინ უეფას თასი ერქვა, ქართველებისთვის, ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, უფრო ნაცნობი ტურნირია. 2004/05 წლის სეზონში ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე თბილისის "დინამომ" ითამაშა. ეს იყო პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი გუნდი უეფას პრესტიჟული გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

დინამოელებმა იმ წელს საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვის "ბატე", პრაღის "სლავია" და კრაკოვის "ვისლა" ჩამოიშორეს. რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპს, ჩვენებურებს დაპირისპირება "ნიუკასლთან", ფრანგულ "სოშოსთან", ლისაბონის "სპორტინგთან" და ბერძნულ "პანიონისთან" მოუხდათ.

ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ იყო. "დინამომ" ფრანგებთან 0:2 წააგო, "ნიუკასლთან" 2:0, მომავალში ტურნირის ფინალისტ "სპორტინგთან" 0:4, ხოლო "პანიონისთან" - 2:5.

იმ წელს თბილისის "დინამოს" გია გეგუჩაძე ავარჯიშებდა.



  • beka10
  • 24 მაისი 2017 13:28
dzalian magari dinamo iyo

sad aris axla mashindeli dinamo eh... ar eshveleba qartul fexburts araferi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით