რომს უკანასკნელი იმპერატორი ტოვებს

25-05-2017, 17:52

"რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ საკუთარ ტვიტერის გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ კვირას "ჯენოასთან" გასამართი მატჩის შემდგომ კარიერას დაასრულებს.



""რომა" - "ჯენოა", კვირა, 2017 წლის 28 მაისი - უკანასკნელად შემიძლია ჩავიცვა "რომას" ფორმა. რამდენიმე სიტყვით შეუძლებელია ახსნია იმის, თუ რას ნიშნავდა, ნიშნავს და რა მნიშვნელობა ექნება ამ ფერებს ჩემთვის. ვგრძნობ, რომ ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული არასდროს განელდება. ეს ვნებაა, ჩემი ვნებაა. ის იმდენად ღრმაა, რომ მასზე ფიქრს თავს ვერ დავანებებ. ორშაბათიდან წასასვლელად მზად ვარ. მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის", - დაწერა ტვიტერზე ტოტიმ.

ტოტის დებიუტი "რომაში" 1993 წლის 28 მარტს 16 წლის ასაკში შედგა. მას შემდეგ იმპერატორმა 778 თამაში ჩაატარა ამ კლუბის მაისურით. კარიერის მანძილზე მოიგო სკუდეტო, 2 იტალიის თასი და... მსოფლიო ჩემპიონატი. მან ფეხბურთში დაამკვიდრა პირდაპი გოლის აღნიშვნის სტილი რომელსაც "Er Pupone" ანუ "დიდი ბავშვი" ეწოდება.  

40 წლის ფეხბურთელი მის ფანტასტიკურ კარიერას რომელიც მხოლოდ ერთ იტალიურ კლუბს მიუძღვნა, ოლიმპიკო სტადიონზე ათასობით გულშემატკივრის წინაშე დაასრულებს. 



  • herrgio
  • 25 მაისი 2017 17:52
ნახვამდის ლეგენდავ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით