ვაისმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

25-05-2017, 18:49

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მომდევნო 2 შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი ეროვნული გუნდი 7 ივნისს, თბილისსში ამხანაგურად გაეჯიბრება სენტ კიტსსა და ნევისს, ხოლო 11-ში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას მოლდოვასთნ გასვლაზე ჩაატარებს.

ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო")

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი), ჯემალ ტაბიძე ("ურალი", რუსეთი), ოთარ კაკაბაძე ("ესბიერგი", დანია), ლაშა დვალი ("ირტიში", ყაზახეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია)

ნახევარმცველები:
 მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო"), ვაკო გვილია ("ბატე", ბელორუსი), ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), გიორგი მერებაშვილი ("პლოცკი", პოლონეთი)

ფორვარდები: ლადო დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ელგუჯა ლობჟანიძე ("ორენბურგი", რუსეთი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა), ნიკა კაჭარავა ("ეთნიკოსი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული ("დინამო")



  • beka10
  • 25 მაისი 2017 18:50
ვაა მერება კაია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით