ოფიციალურად: "სიტის" ოთხი ფეხბურთელი უფასოდ დატოვებს

25-05-2017, 23:20

სოციალურ ქსელში "სიტიმ" თავის ოთხ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ახალ კლუბებში წარმატებები უსურვა. საუბარია: ბაქარი სანიაზე, გაელ კლიშიზე, ხესუს ნავასსა და ვილი კაბალიეროზე. ჩამოთვლილი ფეხბურთელები ახალ კლუბებს სრულად უსასყიდლოდ შეუერთდებიან.

ოთხივე მათგანს "ქალაქელებთან" კონრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე აკავშირებთ და როგორც ჩანს კლუბი და ფეხბურთელები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.

პეპ გუარდიოლას სურს, რომ "სიტი" ახალგაზრდა ტალანტებზე ააგოს, რაც "ქალაქელებს" გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს.



  • goga11
  • 25 მაისი 2017 23:23
rogor mevaseboda pepi ert dros mara gamochnda ro arc ise dzlieri mwvrtnelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით