"დორტმუნდი" შესაძლოა ობამეიანგმა დატოვოს

26-05-2017, 19:17

დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ ემილი ობამეიანგმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას კლუბი დატოვოს.

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, რომ 27 წლის ფეხბურთელი უკვე შეხვდა კლუბის პრეზიდენტს ჰანს იოხიმ ვაცკეს და ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას კლუბიდან წასვლის შესახებ ესაუბრა. 

ობამეიანგმა ბუნდეს ლიგის სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და უკანასკნელ ტურში დუბლის წყალობით ტურნირის ბომბარდირის ჯილდოც მოიპოვა. 31 გოლით მან "ბაიერნის" სუპერ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი დაჯაბნა, რომელსაც 30 გოლი ჰქონდა საკუთარ ანგარიშზე.

ობამეიანგის შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. გაბონელ ფეხბურთელს "პსჟ-ს", "მილანს" და "ემიუს" უკავშირებენ, თუმცა თავად ობამეიანგმა რამდენიმეჯერმე გამოთქვა სურვილი, რომ მადრიდის "რეალში" იასპარეზოს.  ამიტომ არაა გამორიცხული მომავალი სეზონიდან 27 წლის ფორვარდი "ბლანკოსშიც" ვიხილოთ.

მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერ მარკეტის მიხედვით 65 მილიონი ევროა.



  • herrgio
  • 26 მაისი 2017 21:57
milanshi modi oba da moratastan ertad magar duets sheqmni

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით