ერიქსონი: "ტოტი გმირი არაა, ის ღმერთია"

26-05-2017, 21:37

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი კვირას თავის ბოლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც საბოლოოდ ჩამოკიდებს ბუცებს ლურსმნებზე. ამ ყველაფერს მისი ყოფილი დამრიგებელი სვენ გორან ერიქსონი გამოეხმაურა და "იმპერატორის" მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

"ის უბრალო გმირი არაა, "რომას" გულშემატკივრებისთვის ტოტი ღმერთია. მან ამ კლუბს მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. ის შესანიშნავი იყო "რომაში", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი იტალიის ნაკრებში თამაშიც. რთულია მისი რონალდუს, მესის, პელეს, კრუიფის ან მარადონას გვერდით დაყენება, მაგრამ ყველა რომის მცხოვრები, რომელსაც ფეხბურთი უყვარს გეტყვის, რომ ტოტი საუკეთესოა." - განაცხადა ერიქსონმა.

ერიქსონი ამჟამად ჩინეთის მეორე დივიზიონის კლუბს, "შენცენს" წვრთნის. შვედი სპეციალისტი "რომას" 1984 წელს ჩაუდგა სათავეში და "ჯალოროსიში" გატარებული სამი წლის განმავლობაში ერთხელ კოპა იტალიის მოგება შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით