ოფიციალურად ზაბალეტა "ვესთ ჰემის" ფეხბურთელია

27-05-2017, 01:39

32 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა პაბლო ზაბალეტამ, "მანჩესტერ სიტი" თავისუფალი აგენტის სახით დატოვა და "ვესთ ჰემთან" ოფიციალურად 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ზაბალეტამ "სიტიში" 9 წელი გაატარა და მანჩესტერული კლუბისთვის რიგით მესამე ყველაზე ხანგრძლივ კონტრაქტიანი ფეხბურთელია ვინსენტ კომპანისა და ჯო ჰარტის შემდეგ.

"მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. ვიმედოვნებ, რომ დაკისრებულ მისიას თავს გავართმევ და "ვესთ ჰემის" რიგებში ღირსეულად ვიასპარეზებ". თქვა არგენტინელმა.

ზაბალეტამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს 17 მაისს ეტიჰად პარკზე დაემშვიდობა.

იგი "სიტის" "ესპანიოლიდან" 2008 წელს 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. "ქალაქელების" რიგებში არგენტინელმა 333 მატჩი ჩაატარა 2 პრემიერ ლიგის, 2 ასოციაციის თასის და 2 ინგლისის თასის მოპოვებაც მოახერხა. 

  • herrgio
  • 27 მაისი 2017 01:39
კაია რომ წავიდა დრო იყო უკვე სიტის ახალგაზრდები სჭირდება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით