ლევან მჭედლიძის "ემპოლი" სერია B-ში დაქვეითდა

29-05-2017, 00:45

დღეს იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ლევან მჭედლიძის "ემპოლი" სტუმრად "პალერმოს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2:1 დამარცხდა. ემპოლელთა მთავარმა კონკურენტმა "კროტონემ" კი  შინ სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ "ლაციოს" 3:1 მოუგო.

ერთი სიტყვით, მოვლენები ქართველი ლეგიონერის კლუბის საწინააღმდეგოდ განვითარდა, რადგან ბოლო ტურამდე მე-16 პოზიციაზე მყოფ "ემპოლის"  უახლოესმა მდევარმა "კროტონემ" გადაასწრო და კონკურენტი 32 ქულით სერია B-ში გაისტუმრა.

მომდევნო სეზონიდან მჭედლიძის გუნდს ელიტაში დაბრუნებისთვის იტალიის რანგით მეორე დივიზიონში მოუწევს ბრძოლა, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად დარჩება ქართველი გუნდში, რომელიც ბოლო დროს დიდ კრიზისს განიცდის. 



  • zura1984
  • 29 მაისი 2017 01:13
1 0 kiara 2 1 waago empolma

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით