კალაძე ტოტის: "ჩემთვის უდიდესი პატივი იყო შენს წინააღმდეგ თამაში"

29-05-2017, 11:26

"მილანისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა. კალაძემ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" თავის გვერდზე ტოტი დიდი ფეხბურთიდან რამდენიმე სიტყვით გააცილა.

"დღეს დიდი ჩემპიონი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში, გვემშიდობება. ჩემთვის უდუდესი პატივი იყო შენს წინააღმდეგ თამაში. ყოველთვის იქნები რომის ნამდვილი იმპერატორი. წარმატებებს გისურვებ მომავალში. პატივისცემით კალა", - წერს ქართველი ექს-ფეხბურთელი.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით