გერმანელებს კონფედერაციის თასზე ერთ-ერთი ვარსკვლავი გამოაკლდათ

29-05-2017, 20:41

როისის უიღბლობა გრძელდება. ფეხბურთელმა გერმანიის თასის ფინალში აინტრახტის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მუხლის არეში დაზიანება მიიღო და შესვენებაზე შესაცვლელი გახდა.

მცირე გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ახალგაზრდა გერმანელ ვარსკვლავს მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკო წინა სასეზონო მზადებას გამოტოვებს.

გარდა ამისა, 27 წლის ფეხბურთელი ვერც გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება რუსეთში გასამართ კონფედერაციის თასზე.

შეგახსენებთ, რომ როისს ნაკრებში მნიშვნელოვან ტურნირებზე არ უასპარეზია, მან ტრამვის გამო ჯერ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა, შემდეგ კი იგივე მიზეზით ევრო 2016.

მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის ბორუსიაში" როისმა სულ 24 მატჩი ჩაატარა სადაც 13 გოლის და 8 შედეგიანი გადაცემის მითვლა მოახერხა საკუთარ ანგარიშზე. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით