როისის ყველა ტრამვა ერთად

30-05-2017, 19:32

რამდენიმე დღის წინ გერმანიის თასის ფინალში, დორტმუნდის ბორუსიას შემტევმა, მარკო როისმი ტრამვა მიიღო და შესვენებაზე შესაცვლელი გახდა.

გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ მარკოს მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი. რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ 6 თვეს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 27 წლის ფეხბურთელი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, კონფედერაციის თასზე ვერ დაეხმარება. ამასთან ერთად იგი წინა სასეზონო მომზადებასაც გამოტოვებს.

როისი საკმაოდ უიღბლო ფეხბურთელია. სხვადასხვა მიზეზებით, მან კარიერის განმავლობაში არაერთი რთული ტრამვა მიიღო, რის გამოც ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირები გამოტოვა, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატი და ევრო 2014-ია. 

მიუხედავად ამისა, როისი არასდროს ნებდება და გერმანული მტკიცე ხასიათის წყალობით კვლავ ახერხებს მოედანზე ღირსეულად დაბრუნებას. ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს.

სტატისტიკოსებმა მეტად საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზეს ფეხბურთელის ტრამვების შესახებ. როგორც სურათზე ჩანს როისს არაერთი ტრამვა აქვს ბორო 2 წლის განმავლობაში მიღებული. საერთო ჯამში მარკოს ბოლო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა დაზიანებების გამო 300 დღე აქვს გამოტოვებული. სიაში არ არის გერმანელის უკანასკნელი ტრამვა.შემდეგი "come back"-ის დროა მარკო!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით