ოფიციალურად: ტუხელი "დორტმუნდიდან" წავიდა

30-05-2017, 20:42

ტომას ტუხელმა გერმანიის თასის მოგების შემდეგ დორტმუნდის "ბორუსია" ოფიციალურად დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, მუშაობის გაგრძელება აღარ ისურვა.

ტუხელის განცხადებით, მან საკუთარი შესაძლებლობები კლუბში სრულად ამოწურა და ახალი გამოწვევის მისაღებად ემზადება.

"მადლობა ვუხდი გუნდის ქომაგებს, თანამშრობლებსა და ფეხბურთელებს. აქ მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო, თუმცა სამწუხაროდ ჩემი დრო ამოიწურა. მსურს "დორტმუნდმა" უმაღლეს მიზნებს მიაღწიოს". - განაცხადა ტუხელმა.

სავარაუდოდ, "ბორუსიას" უახლოეს მომავალში "ნიცას" ამჟამინდელი დამრიგებელი ლუსიან ფავრი ჩაიბარებს.

  • beka10
  • 30 მაისი 2017 20:43
დზაან ცუდია აი ძაან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით