მორიგი ტრანსფერი - გვარდიოლა ვერ ისვენებს

31-05-2017, 00:54

"მანჩესტერ სიტიმ" მეორე ტრანსფერი განახორციელა და საკუთარ რიგებში ახალგაზრდა ბრაზილიელი მეკარე ედერსონი გააწევრიანა.

ოფიციალურად ჯერ არაფერი დადასტურებულა, თუმცა თუ პაპარაცების მიერ გადაღებულ სურათებს დავეყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბენფიკას კარის დარაჯი, რომელიც "სიტიში" სამედიცინო შემოწმებას გადის უკვე "ქალაქელების" მაისურის მოსარგებად ემზადება.

პეპ გვარდიოლა დიდი ხანი ეძებდა სტაბილურ მეკარს. ჯო ჰარტის "ტორინოში" იჯარით გაშვების შემდეგ, პეპმა კლუბში კლაუდიო ბრავო მიიყვანა, რომელმაც ვერც მწვრთნელის იმედები გაამართლა და სეზონის ბოლოს მძიმე ტრამვაც აიკიდა რის გამოც დიდი ხანი უქმობა მოუწევს. 

რაც შეეხება ედერსონს, ახალგაზრდა ბრაზილიელი მეკარე ბენფიკას რიგებში საკმაოდ კარგად ასპარეზობს. მისი სათამაშო სტილი რაღაცით ნოიერისას წააგავს. მაყურებელს არაერთხელ უნახავს თუ როგორ იგერიებს ნოიერის სტილში ედრსონი ბურთებს.იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი დადასტურდა, მეკარეში "სიტი" 40 მილიონ ევრომდე გადაიხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ედერსონი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კარის დარაჯი გახდება.



  • herrgio
  • 31 მაისი 2017 00:54
ვა პეპი რა ჭკვიანია მაგარი ტიპი დაითრია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით