ოფიციალურად: ქეცბაიამ "ორენბურგი" ჩაიბარა

1-06-2017, 21:49

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ახალი გუნდი ჩაიბარა. ქართველი სპეციალისტი რუსეთის პრემიერლიგიდან წელს დაქვეითებულ "ორენბურგს" გაუძღვება.

ინფორმაცია ახალი მწვრთნელის შესახებ რუსული გუნდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. "ორენბურგის" ღირსებას ამ მომენტისთვის ელგუჯა ლობჟანიძეც იცავს, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტია.

2016 წელს ქეცბაია კვირპსოსი "აპოელთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო მისი უკანასკნელი კლუბი ათენის "აეკი" იყო.

თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს 2009-2014 წლებში ედგა სათავეში.



  • beka10
  • 1 ივნისი 2017 21:50
vaaa cudi klubia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით