ალეგრი "რეალს" აფთხილებს: "ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ..."

3-06-2017, 09:48

მასიმილიანო ალეგრი "რეალს" აფრთხილებს, რომ "იუვენტუსი" ბევრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა და დღეს "ბლანკოსთან" გამარჯვების გარდა არაფერს ელოდება.

"2015 წელს, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, მაგრამ ისეთი მოტივირებულები არ ვიყავით, როგორიც ახლა. ჩვენ თავდაჯერებულობა გვაკლდა, ამჟამად კი ყველაფერი სხვაგვარადაა."

"ეს წელი განსხვავებულია. გასულ სეზონში "ბაიერნთან" დავმარცხდით, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სულ ცოტა დაგვაკლდა. ჩვენ წელს ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე შარშან, ან თუნდაც ორი წლის წინ."

"დღეს ჩვენ უნდა მოვიგოთ. ეს ფინალია, მხოლოდ ერთი თამაში. ფინალში ყველაფერი უფრო რთულადაა, ზუსტად უნდა გაანალიზო როდის გჭირდება შეტევაში წასვლა და როდისაა საჭირო დაცვაში ჩადგომა. თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ და ცოტა იღბალიც წაგვეშველება, ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ." - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

  • goga11
  • 3 ივნისი 2017 09:50
iuve igebs uechveli

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით