სიმეონეს ბედი გაირკვა

27-05-2016, 17:35

მოგეხსენებათ, უცხოურ პრესაში წერენ, რომ არგენტინელ სპეციალისტს რამდენიმე ქვეყნიდან სხვადასხვა შეთავაზება აქვს. დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" კიდევ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ დაადასტურა. მიმდინარე სეზონში სიმეონეს გუნდმა ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. ხვალ კი, "რეალის" წინააღმდეგ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ელით. აღსანიშნავია, რომ მედიაში საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ 46 წლის არგენტინელის სახელს წამყვან ინგლისურ გუნდებს. სიმეონეს მთავარი მწვრთნელობის პერიოდში, "ატლეტიკომ" მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, უეფას ევროპის ლიგა, უეფას სუპერ თასი და ორჯერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით