"იუვენტუსი" vs "რეალი" ყველაფერი რაც ფინალის შესახებ უნდა იცოდე

3-06-2017, 13:14

ტურინის "იუვენტუსი" 2017 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კარდიფის "მილენიუმ არენაზე", ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ წარსდგება.

"ლოს ბლაკოსს", რომელსაც აღნიშნული ტურნირი რეკორდული მაჩვენებლითთ 11-ჯერ აქვს მოპოვებული, აქედან უკანასკნელი ორი 2014 და 2016 წლებში, შეუძლია ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი არა თუ მეთორმეტედ, არამედ ამავდროულად ზედიზედ მეორედ მოიპოვოს და ამით გახდეს პირველი კლუბი ვინც ლიგის თასის მოგებას ზედიზედ ორჯერ შეძლებს. "რეალი" ასევე ლა ლიგის 2017 წლის სეზონის გამარჯვებულიც გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდელები გამარჯვების შემთხვევაში დუბლსაც შეასრულებენ.

რაც შეეხება "იუვენტუსს", მასიმილიანო ალეგრის გუნდს, "ბებერმა" ქალბატონმა უკანასკნელად უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა 1996 წელს მოახერხა. ტურინელები ამ ტიტულს საოცრად მოწყურებულნი არიან და ფინალში მის მოპოვებას ნებისმიერ ფასად შეეცდებიან. ალეგრის ბიჭებმა უკვე მოიგეს სერია-ა და იტალიის თასი. დღეს გამარჯვების შემთხვევაში კი ისინი ტრებლს მოიპოვებენ. 

BT Sport მატჩს პირდაპირ ეთერში გადასცმეს და მისი ნახვა ასევე შეგეძლებათ საიტის ოფიციალურ YouTube არხზეც.

უკანასკნელი სიახლეები კლუბებზე.

ბრიტანული გამოცემა Tom Doyle იტყობინება, რომ შესაძლებელია "იუნტუსის" რიგებში საწყისი წუთებიდან მარიო მანძუკიჩი და სამი ხედირა ვიხილოთ, რომლებმაც ტრამვის მოშუშება მოახერხეს. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით "რეალის" ცენტრალურ მცველ პეპეზე, რომელიც განაცხადიდან ამოღებულია ნეკნის დაზიანების გამო.

BBC Sport-ის მიხედვით, ზინედინ ზიდანს არჩევანის გაკეთება ისკოსა და გარეთ ბეილს შორის მოუწევს. უელსელმა ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ის 100%-ით მზადაა ფინალისთვის.

"იუვეს" სავარაუდო შემადგენლობები:
ჯანლუიჯი ბუფონი; დანი ალვეში, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ალექს სანდრო; მირალემ პიანიჩი, სამი ხედირა, ხუან კუადრადო, პაულო დიბალა, მარიო მანძუკიჩი; გონზალო იგუაინი
 
"რეალის" სავარაუდო შემადგენლობები: კეილორ ნავასი; დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, მარსელო; ტონი კროოსი, კაზემირო, ლუკა მოდრიჩი, ისკო; კარიმ ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ

პრივიუ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონები შეხვდებიან. საინტერესოა, რა გზა გავლეს მათ სტატისტიკურად შიდა ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე სანამ ისინი ერთმანეთის პირისპირ წარსდგებოდნენ.

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 38 მატჩში 106 გოლი გაიტანა, მაგრამ 41 მიიღო საკუთარ კარებში.

ამდენივე თამაშში ტურინის "იუვენტუსმა" სერია ა-ში მხოლოდ 27 გოლი შეაგდო, თუმცა 77 გაიტანა.

თითქმის მსგავსი შედეგია ჩემპიონთა ლიგაზეც. 12 მატჩში "ლოს ბლანკოსმა" 32 გოლის გატანა შეძლო, ხოლო საკუთარ კარში 17 ბურთი მიიღო. რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს", ტურინელებმა 12 მატჩში 21 გოლი შეაგდეს საკუთარ კარში კი მხოლოდ 3 ბურთი მიიღეს.

ეს ფაქტი კი გვავარაუდებინებს, რომ მადრიდელებს უკეთ გამოსდით შეტევა, თუმცა დაცვით თამაშში ტურინელები მათ სჯაბნიან.

საინტერესო სანახავი იქნება, როგორ მოახერხებენ ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი კრიშტიანუ რონალდუსა და მისი გუნდელების განეიტრალებას. დიდი ინტერესს იწვევს ასევე ორივე კლუბის განაპირა ბრაზილიელი მცველების, დანი ალვეშისა და მარსელოს დუელის ნახვა, რომლებსაც მოედნის ერთ მხარეს მოუწევთ ერთმანეთთან ორთაბრძოლა.

ორივე ბრაზილიელი უდიდეს, როლს თამაშობს საკუთარი კლუბის წარმატებაში. გარდა იმისა, რომ ისინი არაჩვეულებრივი ფლანგის მცველები არიან, მათ ასევე აქვთ უზარმაზარი შეტევითი პოტენციალი. ალვეშმა "მონაკოს", ხოლო მარსელომ "ბაიერნის" წინააღმდეგ მოედანზე ბრაზილიური "ჯინგა" დადგეს და საკუთარ კლუბებს ფინალის საგზური მოუპოვეს.

მსოფლიო შაბათს საღამოს ევროპულ კლასიკას იხილავს, სადაც ერთმანეთს ტიტანები შეერკინებიან. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით