გახდება "იუვე" მეცხრე კლუბი, რომელიც ტრებლს დაეუფლება?

3-06-2017, 19:18

"იუვენტუსს" უკვე მოგებული აქვს სკუდეტო და იტალიის თასი, რაც იმას ნიშნავს, რომ "რეალის" დამარცხების შემთხვევაში ის გახდება მე-9 კლუბი რომელიც ტრებლის მოპოვებას შეძლებს და შევა უეფას ისტორიაში.

სანამ "ბებერი ქალბატონი" ამას შეძლებს, მანამდე თვალი გადავავლოთ ჩემპიონთა ლიგის ისტორიას და გავიხსენოთ ის 8 კლუბი, რომლებმაც სეზონში ტრებლის შესრულება შეძლეს.


"სელტიკი" (1966-67)

"სელტიკმა" 1966-67 წლები სეზონი დიდებულად ჩაატარა. ბრიტანელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერი" დაამარცხეს, მანამდე კი შოტლანდიის პრემიერ ლიგა და შოტლანდიის თასი მოიგეს, რითაც ტრებლეს შესრულება მოახერხეს.

"აიაქსი" (1971-72)

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერს" იოჰან კრუიფის დუბლის წყალობით 2 უპასუხო გოლი გაუტანა და  ტიტულს დაეუფლა.

"პსვ ეინდჰოვენი" (1987-88)

ჰოლანდიურმა კლუბმა ჩემოიონთა ლიგის ფინალში პორტუგალიუერ "ბენფიკას" პენალტების სერიაში სძლია. "პსვემ" ამ წელს ერედივიზიონი და ჰოლანდიის თასიც მოიგო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" (1998-99)

 სერ ალექსის ბიჭებმა, ამ სეზონში პრემიერ ლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მიუნხენის ბაიერნი" სასწაულებრივად თამაშის ბოლო 2 წუთში დაამრაცხეს.

"ბარსელონა" (2008/09)

პეპ გვარდიოლას პირველი ჩემპიონთა ლიგა და "ბარსელონას" ეპოქის დასაწყისი. საოცარი სეზონი, რომელიც კატალონიელებმა ჩაატარეს, რომლის დროსაც კოპა დელ რეის ფინალში 4-1 სძლიეს "ეტლეტიკოს", ლა ლიგაში უახლოესი მდევარი მადრიდის "რეალი" 6-2 გაანადგურეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერ ალექს ფერგიუსონის "ემიუ" 2 უპასუხო ბურთით ნისლიან ალბიონზე დამწუხრებული გაამგზავრეს.

"ინტერი" (2009-10)

"სელტიკის" და "აიაქსის" კოშმარის შემდეგ, "ინტერმაც" იპოვა მისი ადგილი ევროპაში. ამ წელს მოურინიოს ბიჭებმა სკუდეტო, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვეს, ხოლო ამ უკანასკნელში მილანურმა კლუბმა ლუი ვან გაალის "ბავარია" დიეგო მილიტოს დუბლის წყალობით დაამარცხა.

"ბაიერნი" (2012-13)

გასულ წელს ალიანც არენაზე განცდილი ჯოჯოხეთური ღამის შემდეგ, იუპ ჰაინკესის გერმანული მანქანა იმაზე მეტად ძლევამოსილი დაუბრუნდა ევროპას ვიდრე ეს 2012 წელს იყო და ერთმანეთის მიყოლებით ევროპის გრანდები მიწასთან გაასწორა. "ბაიერნმა" ამ სეზონში ბუნდეს ლიგა და გერმანიის თასიც მოიპოვა.

"ბარსელონა" (2014-15)

"ბარსელონა" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ტრებლის მოგება 2-ჯერ შეძლეს. 2014-15 წლების სეზონში, კატალონიელებმა კოპა დელრეი და ლა ლიგა აღმართეს. ბოლოს კი ფინალში ტურინის "იუვენტუსი" 2-0 დაამარცხეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით