• 17-07-2023
    5 მატჩი და 5 გოლი - ვაკო ყაზაიშვილს ბრწყინვალე თამაში დაუფასდა
    5 მატჩი და 5 გოლი - ვაკო ყაზაიშვილს ბრწყინვალე თამაში დაუფასდა

    საქართველოს ნაკრებისა და “ულსან ჰიუნდაის” 30 წლის ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

    გამოცდილმა ფეხბურთელმა თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო საკმაოდ დამსახურებულად მოიპოვა.

    ვაკომ ივნისის თვეში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    საგულისხმოა, რომ ყაზაიშვილი ივლისშიც განაგრძობს ბრწყინვალე სვლას, მის ანგარიშზე ან თვეში 1 გატანილი გოლია.

    Facebook კომენტარები