პეპეს "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა გადაწყვეტილია

5-06-2017, 17:22

მსოფლიო სპორტული პრესა სულ უფრო აქტიურად წერს, რომ მომავალი წლიდან მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი პეპე კარიერას "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში გააგრძელებს. 

ESPN-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ცენტრალური მცველი პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება და გუნდის ღირსებას სამი წლის განმავლობაში დაიცავს.

პეპე "სამეფო კლუბში" 10 წლის განმავლობაში თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგის მოგება გუნდთან ერთად სამჯერ მოახერხა. უკანასკნელ პერიოდში მას ტრავმაც აწუხებდა და ძირითად შემადგენლონაში მოსახვედრად რამოსი-ვარანის ტანდემს წინააღმდეგობას ვერ უწევდა.

ბევრი სპეციალისტის აზრით, პეპეს "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლამ შესაძლოა გუნდიდან მარკინიოსის წასვლა გამოიწვიოს, რომელიც "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშია.

  • beka10
  • 5 ივნისი 2017 17:22
gamoadgeba psgs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით