სლოვაკეთი - საქართველო: პრევიუ

27-05-2016, 02:37

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება საერთაშორისო ამხანაგური მატჩი სლოვაკეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის. ეს იქნება ვლადიმერ ვაისის მიერ ჩატარებული მეორე ამხანაგური შეხვედრა საქართველოს ნაკრებში. პირველი მატჩი მისი თაოსნობით ჩვენმა გუნდმა ფრედ 1-1 ითამაშა ყაზახეთის წინააღმდეგ. დღეს კი იგი პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ ვაისის მიერ გამოძახებულ 22-კაციან განაცხადში სამი დებიუტანტია - ნახევარმცველები: ვახტანგ ჭანტურიშვილი (თბილისის დინამო), ჯამბულ ჯიღაური (თბილისის დინამო) და მცველი: ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე). ფეხბურთელებმა გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშეს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ვერ დაუპირისპირდება მეტოქეს, რამეთუ დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო გიორგი ლორია და ჯანო ანანიძე გამოტოვებენ. ვლადიმერ ვაისის განცხადებით, იგი სლოვაკეტთან მატჩში იმ ფეხბურთელებზე გააკეთებს აქცენტს, რომლებიც ვარჯიშებზე ფიზიკურად კარგ ფორმაში იქნებიან. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთისა და საქართველოს შორის ამხანაგური მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:30 საათზე აიღებს სტარტს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით