ლაკაზეტი: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გადამწყვეტი ფაქტორი არაა"

6-06-2017, 01:50

"ლიონის" თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. სულ ცოტა ხნის წინ ფრანგმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მის ტრანსფერში გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს, რაც დადებითი სიგნალია ლონდონის "არსენალისთვის".

"ჩემ ტრანსფერში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს, თუმცა რა თქმა უნდა ეს მნიშნვნელოვანია. მე ვეძებ კლუბს, სადაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნები და არა სათადარიგო მოთამაშე. ყველაზე მეტად პრემიერ ლიგა მომწონს."

"ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გსურს, თუმცა ცხოვრება გრძელდება. განათხოვრება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე? დიახ, მე დავტოვებ "ლიონს", მაგრამ არა ამ გზით." - განაცხადა ალექსანდრ ლაკაზეტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით