ოფიციალურად: "დორტმუნდს" პიტერ ბოში გაუძღვება

6-06-2017, 17:15

დორტმუნდის "ბორუსიას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მომდევნო სეზონიდან გერმანულ გუნდს პიტერ ბოში გაწვრთნის. ჰოლანდიელი სპეციალისტი "დორტმუნდს" 2019 წლამდე უთავკაცებს.

53 წლის მწვრთნელი გასულ სეზონში "აიაქსს" ავარჯიშებდა და გუნდმა უეფას ევროპის ლიგის ფინალში შეძლო გასვლა, სადაც "მანჩესტერთან" 0:2 დამარცხდა.

მანამდე ბოში ვაკო ყაზაიშვილთან და გურამ კაშიასთან ერთად არნემის "ვიტესში" მუშაობდა და მისი აღმასვლაც სწორედ ამ გუნდიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდი" სეზონის დასრულების შემდეგ ტომას ტუხელმა დატოვა, რომელმაც გუნდს გერმანიის თასის მოაგებინა.

  • beka10
  • 6 ივნისი 2017 20:27
didebuli siaxleaaa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით