დორტმუნდში" ობამეიანგს ბალოტელით ჩაანაცვლებენ

6-06-2017, 19:50

გავლენიანი სპორტული გამოცემა Sport 1 საინტერესო სიახლეს ავრცელებს ფრანგული "ნიცას" იტალიელი ფორვარდის მარიო ბალოტელის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ პრესაში აქტიურად იწერება "დორტმუნდის ბორუსიას" გაბონელი თავდამსხმელის პიერ ემილი ობამეიანგის კლუბიდა წასვლასთან დაკავშირებით. 27 წლის ფეხბურთელს "პსჟ-ს" უკავშირებენ, ხოლო სანამ ყველაფერს ფარდა აეხდება, გერმანულმა კლუბმა უკვე შეარჩია მისი შემცვლელი.

აღსანიშნავია, რომ მარიო ბალოტელის აგენტმა მინო რაიოლამ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, მარიო გერმანიაში გადაბარგდება შესაძლებელიაო: "დიახ, ბალოტელის შეუძლია დორტმუნდის "ბორუსიაში" გადასვლა", - თქვა იტალიელმა აგენტმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაიოლა დორტმუნდში უკვე შეამჩნიეს ჟურნალისტებმა. სავარაუდოდ ის კლუბის მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით