უმტიტი: "ბარსელონას" დემბელეს შეძენა ძალიან უნდა"

6-06-2017, 20:27

კატალონიური "ბარსელონას" ცენტრალური ფრანგი მცველი სამუელ უმტიტიმ L'Equipe-თან მიცემულ ინტერვიუში მის თანამემამულე უსმან დემბელეზე და მის შესაძლო ბარსელონაში ტრანსფერზე ისაუბრა.

დემბელე "დორტმუნდს" 1 წლის წინ "რენედან" შეუერთდა და გერმანულ კლუბში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. მან სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 10 გოლის  გატანა და 21 ასისტის გაკეთება მოახერხა. ასვეე 20 წლის ფრანგმა გერმანიის თასიც მოაპოვებინა საკუთარ კლუბს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი გასაკვირი სულაც არაა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი ისეთი გრანდის ინტერესის ქვეშ მოექცა როგორიც "ბარსელონაა" და უმტიტი ამ ინტერესს ადასტურებს.

"მე და უსმანი ერთმანეთის მეგობრები ვართ და დროს ხშირად ვატარებთ ხოლმე ერთად. ვიცი, რომ "ბარსელონას" აქვს ინტერესი მის მიმართ და ვალვერდეს სურვილით ტრანსფერი მალე განხორციელდება", - თქვა უმტიტიმ.

Wamo me gepatijebi

Dzaluan kai

Dimariac da egaa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით