კონტემ ბონუჩის ტრანსფერის თაობაზე თავად დაიწყო მუშაობა

6-06-2017, 21:02

ანტონიო კონტე ლეონარდო ბონუჩის შეძენას კვლავ ეცდება. "ჩელსის" თავკაცსს ძალიან სურს იტალიელი მცველის ლონდონში ხილვა, რადგნა ნაკრებში მასთან ერთად მუშაობდა და კარგად იცნობს მის შესაძლებლობებს.

უცხოური პრესა იტყობინება, რომ ტრანსფერზე მუშაობა თავად კონტემ დაიწყო და ის იტალიაში სპეციალურად ბონუჩის სანახავად ჩავიდა, რათა ტრანსფერის თაობაზე მასთან ესაუბრა. "არისტოკრატების" მწვრთნელი მზადაა ლეონარდოს 4 წლიანი კონტრაქტი და კვირაში 115 ათასი ფუნი შესთავაზოს.

გამომდინარე იქიდან, რომ "ჩელსიმ" პრემიელ ლიგა მოიგო და ჩემპიონა ლიგაზეც დაბრუნდა, კლუბის იტალიელ სპეციალისტს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. ლეონარდო კი ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია. ბონუჩიმ წლევანდელი სეზონი დიდებულად ჩაატარა. "იუვეს" შემადგენლობაში 30 წლის მცველმა სერია ა და იტალიის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალთან" დამარცხდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით