მოურინიომ ობამეიანგს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

6-06-2017, 21:20

Mirror-ი იტყობინება, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელი ფორვარდი პიერ ემილი ობამეიანგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბს დატოვებს და "პსჟ-ში" გააგრძელებს ასპარეზობას. ფრანგებმა უკვე გამოყვეს ფეხბურთელისთვის 61 მილიონი ევრო.

თუმცა პარიზელებს კონკურენტი გამოუჩნდათ. ეს კონკურენტი კი არც მეტი და არც ნაკლები თვით ჟოზე მოურინიოა, რომელმაც 27 წლის გაბონელთან თავად დაიწყო მოლაპარაკებები.

წყარო იტყობინება, რომ ჟოზემ ობამეიანგს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

"ემიუს" პორტუგალიელი თავკაცი ცდილობს, რომ სხვებს დაასწროს და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ კლუბში გადმოიბიროს. ჟოზეს გრიზმანის ტრანსფერი ჩაუვარდა, ხოლო ზლატანი კი ტრამვის გამო ნახევარი სეზონის განმავლობაში "წითელ ეშმაკებს" ვერ დაეხმარება. სწორედ ამიტომ მოურინიოსთვის ისეთი მაღალი დონის ფორვარდის შეძენა, როგორიც ობამეიანგია მეტად მნიშვნელოვანია.

იბრას მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ სრულიად შესაძლებელია

au es movides da imena tavzardamcemi sheteva iqneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით