დეროსიმ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს

7-06-2017, 12:08

იტალიის ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა დანიელ დეროსიმ შესაძლოა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს.

ლეგენდარულმა იტალიელმა ეს გადაწყვეტილება მისი ასაკიდან გამომდინარე მიიღო. იტალიური გამოცემა Football Italia-თან მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ის უკვე 35 წლის იქნება, რაც ის ასაკია რომ დროა გზა სხვას დაუთმოს.

"რამდენიმე თვეში 34 წლის ვიქნები და დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოვადგენ, თუმცა ევრო 2020-ზე 37 წლის ასაკში თამაში არც ის ადვილი იქნება და ჯობია რეალისტი ვიყო". თქვა დანიელმა

დეროსის იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატიც აქვს მოგებული და ის "სკუადრა აძურაში" ყოველთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით