ალეგრიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

7-06-2017, 18:19

მასიმილიანო ალეგრიმ ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი კიდევ სამი წლით გაახაგრძლივა და 2020 წლამდე "ბებერ ქალბატონს" წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ალეგრის გუნდმა სერია ა და კოპა იტალია მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის თასი, ფინალში მადრიდის "რეალთან" ბრძოლაში დათმო. იტალიელ მწვრთნელს აქტიურად უკავშირებდნენ ლონდონის "არსენალს", თუმცა "მეთოფეებმა" ვენგერის შენარჩუნება გადაწყვიტეს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ალეგრი სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს, მისი პირველი დავალება კი მომავალ სეზონში ისეთი გუნდის დაყენებაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასს დაეპატრონება.

მასიმიალიანოს ტურინული გრანდის გასაძლიერებლად სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელი მონიშნულიც ჰყავს, ესენია: დუგლას კოშტა "ბაიერნიდან", ფედერიკო ბერნარდერსკი "ფიორენტინადან", ემრე ჩანი "ლივერპულიდან" და კორენტინ ტოლისო ფრანგული "ლიონიდან".

  • goga11
  • 7 ივნისი 2017 18:21
kaia ro datoves

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით