ვაისი: "ბევრი ფეხბურთელი ფორმაში არაა"

7-06-2017, 22:46

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში "მიხელ მესხის" სტადიონზე სტ.კიტსისა და ნევისის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა. მატჩში დუბლის შესრულება არაბიძემ მოახერხა, ხოლო ერთი გოლი დვალიშვილის ანგარიშზეა.

მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ვლადიმერ ვაისმა გააკეთა.

"არაბიძემ თამაშს დიდი მუხტი მისცა, თუმცა მის პირდაპირ ძირითადში დაყენებას არ ვგეგმავთ. გიორგი ეტაპობრივად შეეჩვევა სასტარტო შემადგენლობას".

"ბევრი მოთამაშე ფორმაში არაა, რაც თამაშის ხარისზეც აისახა. ასეთ დროს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა ურთულესია, თუმცა სამომავლოდ ხარისხი აუცილებლად გაუმჯობესდება და გუნდის თითოეული ფეხბურთელიც უკეთსად გაისარჯება".

"ანანიძეს და გვილიას მცირე ტრავმა აქვთ, მათი მოედანზე გამოყვანა ვერ გავრკისეთ, თუმცა მოლდოვასთან დიდი დრო მიეცემათ თავის გამოსაჩენად. ასევე ძალიან მომეწონა გიორგი მერებაშვილის თამაშიც.

"მოლდოვასთან აუცილებლად მოგებას ვეცდებით, თუმცა "ბარსელონა" და "რეალი" არ ვართ, შესაბამისად ვერ გეტყვით, რომ 100%-ით გავიმარჯვებთ". - განაცხადა ვაისმა.



  • beka10
  • 7 ივნისი 2017 22:47
უნდა მოვუგოთ მოლდოვას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით