მელო: "იკარდი კაპიტნობის ღირსი არაა"

8-06-2017, 00:33

ფელიპე მელოს აზრით, "ინტერმა" შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა კაპიტნის სამკლაური არგენტინელ მაურო იკარდის გადააბარა, რადგან მას ასეთი წოდებისათვის საკმარისი დამსახურება არ აქვს.

"იკარდი ძალიან ახალგაზრდაა და წინ უდიდესი მომავალი აქვს. თუ მან ვერ გაიტანა, "ინტერი" ვერ იგებს, თუმცა კაპიტნობა სულ სხვა რამაა და ვფიქრობ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი ამ წოდების ღირსი არაა."

"ფეხბურთელი, რომელსაც კაპიტნის სამკლაური უკეთია, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების პატივისცემას უნდა იმსახურებდეს. იკარდის ყურებისას კი კარგი არაფერი გახსენდება. შეიძლება მომავალში ჩემი სიტყვების უკან წაღება მომიხდეს, თუმცა ახლა ის კაპიტნობის ღირსი არაა." - განაცხადა ფელიპე მელომ.

იკარდის გარშემო ეს აჟიოტაჟი ყველასათვის კარგად ნაცნობი, ვანდა ნარას გამოა ატეხილი, რომელმაც მაუროს საუკეთესო მეგობარს, მაქსი ლოპესს უღალატა და ამჟამად, ახალგაზრდა არგენტინელის მეუღლეა.



  • goga11
  • 8 ივნისი 2017 00:35
rogori gundicaa isetikapitani hyavt

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით