დიეგო კოშტას აგენტმა მოლაპარაკებები "მილანთან" დაიწყო

8-06-2017, 14:30

უკვე ყველასთვის ცნობილია რომ დიეგო კოშტა ლოდნონის "ჩელსის" ზაფხულზე დატოვებს და ასპარეზობას სხვა კლუბში გააგრძელებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია სად.

ესპანელის მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნება შეუძლებელია, რადგან სიმეონეს კლუბს ტრანსფერების გაკეთება აკრძალული აქვს. რაც შეეხება ჩინეთის ვარიანტს, ამჟამად ოფიცალურად არაფერი გადაწყვეტილა და მხოლოდ ჩინური კლუბების ინტერესებზეა პრესაში საუბარი.

სანამ კოშტა საკუთარ ბედს გაარკვევს, მანამდე მისი აგენტი უკვე იტალიაშია და სერია ა-ს ერთ-ერთ კლუბთან, კერძოდ კი "მილანთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს. შესაძლოა აპენინელებმა დიეგო დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ გადმოიბირონ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზურის არ ქონა, ტრანსფერზე გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს.

  • herrgio
  • 8 ივნისი 2017 22:37
milanshi es bozi ar gvinda

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით