არაბიძის საოცარი შედეგი ნაკრებში ჩატარებულ 91 წუთში

8-06-2017, 23:14

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში სტ.კიტსისა და ნევისის ნაკრები საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა. მეტოქის ძლევაში უდიდესი წვლილი 19 წლის გიორგი არაბიძემ შეიტანა, რომელიც მოედანზე მატჩის მეორე ტაიმში შევიდა და დუბლის გაფორმება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ გიორგის დებიუტი საქართველოს პირველ ნაკრებში მიმდინარე წლის მარტში, სერბეთის წინააღდეგ შედგა, ხოლო იმის შემდეგ არაბიძემ ნაკრების შემადგენლობაში მოედანზე ჯამში სულ 91 წუთი გაატარა.

საინტერესოა, მისი სტატისტიკა ამ 91 წუთის განმავლობაში. "შახტარის" 19 წლის შემტევმა ამ დროში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე მის აქტივში უნდა შევიტანოთ ისიც, რომ სტ.კიტსისა და ნევისის გუნდის წინააღმდეგ პენალტი სწორედ მან გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ სტ.კიტსისა და ნევისის ნაკრებთან საქართველომ პირველ ტაიმში 0:0 ითამაშა და რომ არა არაბიძე, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

შედარებისთვის, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ საკუთარი სანაკრებო კარიერა არაბიძესავით შთამბეჭდავად ვერ დაიწყეს. მესის დებიუტი არგენტინაში 2005 წელს შედგა უნგრეთთან. მოედანზე გასვლიდან რამდენიმე წუთში კი მან წითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება პირველ გოლს, "ალბისელესტეს" მაისურით ლეომ პირველი ბურთი დებიუტიდან მე-5 შეხვედრაში გაიტანა.

კრიშტიანო რონალდოს სანაკრებო დებიუტი 2003 წელს შედგა, ხოლო პირველი გოლი 2004-ში საბერძნეთს გაუტანა, მას შემდეგ, რაც უკვე დიდი ხანი იყო გასული ნაკრებში თავის დამკვიდრებიდან.

შესაძლოა არაბიძემ საოცარი შედეგი სუსტი გუნდების წინააღმდეგ დააფიქსირა, ხოლო რონალდომ და მესიმ შედარებით ძლიერებთან, თუმცა მისი როლი საქართველოს ნაკრებში უზომოდ დიდია. რომ არა გიორგის მწვავე თამაში, "ჯვაროსნებს" ბოლო შეხვედრებში გაცილებით უარესი შედეგი შეიძლება ჰქონოდათ.



  • beka10
  • 8 ივნისი 2017 23:21
გენაცვალე გიო კაცი ხარ <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით