ოქრიაშვილის გოლი "კრასნოდარის" ფანებმა საუკეთესოდ დაასახელეს

10-06-2017, 01:56

რუსული "კრასნოდარის" ოფიციალურმა საიტმა გამოკითხვა ჩაატარა, რომლითაც გულშემატკივრებს გასული სეზონის საუკეთესო გოლი უნდა დაესახელებინათ. გამოკითხვაში მონაწილეთა 81.6%-მა ხმა თორნიკე ოქრიაშვილის მიერ "ზენიტის" კარში გატანილ გოლს მისცა.


"ზენიტის" წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთერთმა ლიდერმა გოლის გატანა აკრობატულ ნახტომში, მაკრატელათი მოახერხა, ანგარიში 2:1 გახადა და თავისიანებს პრინციპული შეხვედრა მოაგებინა.

სამწუხაროდ, თორნიკესთვის სეზონი ისე არ განვითარდა, როგორც ველოდით. მან ჯვარედინი მყესების უმძიმესი ტრავმა მიიღო და სათამაშო მოედანს რამდენიმე თვით ჩამოშორდა.

ოქრიაშვილის გოლი "ზენიტთან":




  • beka10
  • 10 ივნისი 2017 02:01
genacvale oqri <3

aaaaa kacii genacvale

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით