იტალიური პრესა: მჭედლიძე "ბოლონიაში" გადასვლასთან ახლოსაა

10-06-2017, 14:14

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" თავმდამსხმელისთვის ლევან მჭედლიძისთვის გასული სეზონი ინდივიდუალური თვალსაზრისით ძალიან კარგი აღმოჩნდა. მან იტალიის ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა, თანაც იმ ფონზე, რომ ძალიან ხშირად ჰქონდა ტრავმა.

მიუხედავად ლევანის გარჯისა, "ემპოლი" მაინც გავარდა იტალიის უმაღლესი ლიგიდან და ქართველი ფეხბურთელიც ახალი კლუბის ძიებაშია. იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, მჭედლიძე სერია ა-ს ბინადარ "ბოლონიაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

გასული სეზონი "ბოლონიამ", რომელიც იტალიის ერთერთი ყველაზე ტრადიციული გუნდია, სერია ა-ში მე-15 ადგილზე დაასრულა და მისი მთავარი პრობლემა სწორედ შეტევის ზახი აღმოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა პირობების შეთავაზებას აპირებს "ბოლონია" მჭედლიძისთვის, თუმცა ქართველი თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობის ერთერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა.



  • beka10
  • 10 ივნისი 2017 14:16
კარგი იქნება ძალიან ლევანისთვის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით