გვარდიოლამ "ბაიერნს" სანჩესის ყიდვა დაასწრო?

10-06-2017, 22:27

ალექსის სანჩესის ტრანსფერის თაობაზე საგა გრძელდება. ჩილელი ფეხბურთელის "არსენალიდან" "ბაიერნში" გადაბარგების შესახებ უცხოურ პრესაში არაერთი ინფორმაცია დაიდო, თუმცა შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმადაც უკეთესი პირობების სანაცვლოდ ალექსისი ლონდონში დარჩენას ამჯობინებდა.


ამას კვლავ დაემატა ახალი ჭორები "ბაიერნის" ხელახალ, გრანდიოზულ შეთავაზებაზე, რომელზეც ჩილელმა უარი აღარ თქვა და "ბავარიაში" გადასვლას დათანხმდა.ამ უკანასკნელს კი მეტი დამაჯერებლობა ჩილეს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა ტვიტერ გვერდმა მისცა, რომელმაც ალექსისი მიუნხენის "ბაიერნში" გადაიყვანა.

ბოლოს კი როდესაც თითქმის ყველა კითხვას პასუხი გაცემული ჰქონდა, საგა ხელახლა დატრიალდა. ამჯერად კი სანჩესისთვის ბრძოლაში მესამე კლუბი გამოჩნდა, რომლის მთავარ სპეციალისტს უკვე აქვს "ბარსელონაში" ჩილელთან ნამუშევარი და როგორც ჩანს სწორედ მისი ინიციატივაა 28 წლის ფეხბურთელის "სიტიში" ხილვა. ჩილური პრესა ირწმუნება, რომ გვარდიომა ალექსისის ტრანსფერი შეათანხმა და შემდეგი სეზონიდან ის "ქალაქელების" მაისურს ჩაიცვამს.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის მომავალი ამ დრომდე უცნობია, რადგან არცერთ მხარეს, ოფიციალურად არაფერი არ დაუდასტურებია. საბოლოოდ კი ყველაფერი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გადაწყდება.



  • herrgio
  • 10 ივნისი 2017 22:28
ჩილელებმა რა იციან ბაიერნში მოდის სანჩესი ჭორის დონეზეა პროსტა ეგ ინფორმაციები არამგონია მანდ გადავიდეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით