ესპანური პრესა: "მილანს" იბრაჰიმოვიჩი უნდა, თუმცა ის სხვა კლუბში ითამაშებს"

11-06-2017, 02:22

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი ბურუსითაა მოცული. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შვედი ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მოურინიომ მისი შემცვლელის ძიება დაიწყო და ალვარო მორატასთან შეთანხმება თითქმის მიღწეული აქვს.

ესპანური "Marca" იუწყება, რომ ზლატანი მომავალ სეზონს ოკეანის გაღმა, "ლოს ანჯელეს გალაქსიში" დაიწყებს. როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელი მზადაა ახალი გამოცდილების მისაღებად.

თავის მხრივ იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება "მილანსაც" სურს. ფასონესა და მირაბელის პროექტი ბევრი ფეხბურთელისთვის მიმზიდველია და შვედი თავდამსხმელის დაბრუნებაც არ იქნება ფანტასტიკის სფერო. მიუხედავად ამისა იტალიელები ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ აქცენტს, როგორებიც არიან: ობამეიანგი, ბელოტი და მორატა. ასე რომ ზლატანს ისინი მხოლოდ სათადარიგო ვარიანტად განიხილავენ.

  • goga11
  • 11 ივნისი 2017 02:25
es iseti tipia 40 wlamdec sakaifod itamashebs. moiyvanet ra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით