რას წერენ მოლდოველები საქართველოსთან მატჩის შემდეგ

11-06-2017, 23:32

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა მერებაშვილისა და ყაზაიშვილის გოლების წყალობით ვლადიმერ ვაისის გუნდმა სიტუაციის გამოსწორება მოახერხა.

მატჩის შედეგით მოლდოველი გულშემატკივრები უკმაყოფილონი ჩანდნენ. უმეტესობა მათგანი მიიჩნევს, რომ მოლდოვას შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა.

1)   "ვფიქრობ, რომ ეს თამაში ნამდვილად უნდა მოგვეგო. ვიმედოვნებ, სამომავლოდ გამარჯვებები გველოდება"



2)  "წაგებასთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე მოგებასთან"

3) "ნონსენსი იყო. დრო გავფლანგე ამ თამაშის ყურებით"


4) "არაფერი ახალი! 2-0 დან 2:2? ეს არ მომწონს"



5) "ახლოს ვიყავით. მაგრამ მეორე ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, ბრავო"!



6) "ახლოსაც არ იყვნენ ჩვენთან. ვდომინირებდით და გაუმართლათ, მატჩი რომ ფრედ დასრულდა"




  • beka10
  • 11 ივნისი 2017 23:36
qartvelebs unda moegot amat ki ara

Xo sustad gadasuli burri ro gaitanet gadagarxhina msajma torem mogebuli gvqonda

  • maldini
  • 12 ივნისი 2017 22:45
moldovelebma tamashs uejveli trakit uyures :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით