მოლდოვა - საქართველო: ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

11-06-2017, 23:40

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს ეროვნულ გუნდებს შორის კიშინიოვში ფრედ, 2:2 დასრულდა. პირველ ტაიმს ქართველი ფეხბურთელები 0:2 აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში სიტუაციის გამოსწორება მოახერხეს.

გამოცემა Sofascore-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 19 წლის ქართველი გიორგი არაბიძე დაასახელა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდა მეტოქის კართან ხიფათი შეექმნა.

გამოცემამ გიორგის 10 ბალიანი სისტემიდან 7.7 დაუწერა, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა. მოლდოველთაგან კი ყველაზე კარგი შეფასება ევგენი კოსიუსმა მიიღო.

მატჩის მიწურულს გიორგი არაბიძეს შეეძლო ანგარიში 3:2 გაეხადა ქართველების სასარგებლოდ, თუმცა მისი შორეული გასროლა მოლდოვის ნაკრების ხარიხამ მოიგერია.



  • beka10
  • 11 ივნისი 2017 23:41
ნადმვლად გენიოსია ეს ბიჭი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით