უკეთესი მომავლის იმედად

12-06-2017, 00:44

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, კიშინიოვში, ადგილობრივი მოლდოვას ნაკრები ვერ დაამარცხა. მეტიც, წაგებას ძლივს გადაურჩა და ჯგუფში კიდევ უფრო გაირთულა სიტუაცია. მატჩის წინ ჩვენ ფეხბურთელებს ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონოდათ - გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს.

უკვე წელიწადნახევარი გავიდა, თუმცა ვლადიმერ ვაისს საქართველოს ნაკრებთან ერთად არც ერთი ოფიციალური მატჩი არ მოუგია. არადა, მოლდოვა არც ისეთი მრისხანე მეტოქეა. თბილისში, დიდი იმედგაცრუების შემდეგ, გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ, თუმცა ყველაფერი კატასტროფულად დაიწყო, რაშიც დიდ წილად ბრალი მთავარს მწვრთნელს მიუძღვის.

სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ამ მატჩს განსაკუთრებული დატვრითვა არ ჰქონია, თუმცა დაპირისპირება საკმაოდ პრინციპული იყო.

ვაისი ხშირად აღნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ძლიერ მეტოქესთან უფრო კარგად გამოიყურება, ხოლო შედარებით სუსტთან - უჭირს. ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის, თუმცა მისი დღევანდელი ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თავდაპირველად, მან 7 დაცვითი სტილის მოთამაშა გაიყვანა მინდორზე და ჩანდა, რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. ამ ტაქტიკამ საერთოდ არ გაამართლა.

მეორე ნახევარში სლოვაკმა სპეციალისტმა ტაქტიკა შეცვალა და შეტევას უფრო მეტი დრო დაუთმო, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ორ ბურთიანი ჰანდიკაპის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეკარე - გიორგი მაკარიძის დადანაშაულება არც ერთ გოლში არ შეიძლება. "მორეირენსეს" გოლკიპერი შესანიშნავად გაისარჯა და ორჯერ საკმაოდ რთული ბურთის მოგერიებაც შეძლო. ერთადერთი პოზიცია, სადაც ნაკრებს პრობლემა არ აქვს, მეკარის პოზიციაა.

დაცვის ხაზი - თავდაპირველად, მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძე გამწესდა, თუმცა დაზიანების გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ვაისმა სამი ცენტრალური მცველით დაიწყო - კვირკველია, კაშია და ტაბიძე, რომლებმაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, გიორგი ნავალოვსკი, როგორც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, თუმცა მისი პროდუქტიულობის დონე საკმაოდ დაბალი იყო.

შუა ხაზი - ჯაბა კანკავა და მურთაზ დაუშვილი - ორი დაცვითი სტილის ნახევარმცველი, რომლებსაც ბურთის დაჭერა არ გამოსდით და მათი მთავარი დადებითი მხარე, შეტევის ჩაშლაა. სადავოა, თუ რამდენად გამართლებულია ასეთი ტაქტიკით ისეთი კალიბრის გუნდთან თამაში, როგორიც მოლდოვაა. აშკარად გამოჩნდა, რომ კვეკვესკირი-კანკავას დუეტი გაცილებით უფრო პროდუქტიული იყო. ვინ იცის, იქნებოდა თუ არა საჭირო ორ ბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა ვაისს თავიდანვე რომ ჩვენი ათიანი ეთამაშებინა.

შეტევა - ვლადიმერ დვალიშვილზეც იგივეს თქმა შეიძლება, რაც ნავალოვსკიზე, იბრძოდა, თუმცა პროდუქტიული არ იყო. რაც შეეხება გიორგი არაბიძეს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩვენი ნაკრების ერთერთი ნათელი წერტილია. აშკარად დაგვაკლდა ლევან მჭედლიძე, რომელიც ტრავმირებულია. ნიკა კაჭარავა ბევრს იბრძოდა და ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულიც რჩებოდა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ გამოუცდელია.

შესაძლოა ეს მატჩი დაგვეთმო, ან გაგვემარჯვა კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ ის ფეხბურთი, რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს, არც ერთ ქართველ გულშემატკივარს არ მოსწონს და რაღაც უნდა შეიცვალოს. საბოლოოდ, ისევ იგივე წინადადების გამეორება გვიწევს - უკეთესი მომავლის იმედად.



  • goga11
  • 12 ივნისი 2017 00:21
dzaan chajda vaisi, moldovastan mainc ar unda etamasha ase

  • herrgio
  • 12 ივნისი 2017 00:23
არაბიძეს იმედი მაქვს რა

  • lahm16
  • 12 ივნისი 2017 01:28
არაბიძე მაგრად გაქაჩავს 2-3 წელში

  • Leto
  • 12 ივნისი 2017 07:57
Sanam disciplina ar iqneba mkacri araferi gamova, fexburtels tviton ar unda sheezlos imis gansazgvra tu rodis mivides varjishze, an ra varjishi zmao xval ver moval zmakacis mamis dab dgeshi var da ase shemdeg

  • snappy
  • 12 ივნისი 2017 23:17
vaisma nakrebis taqtika shecvala, aqamde tu 1 taims vtamashobdit da 2 res vapuchebdit ,, exla 1 taimi gavapuchet da ukvee 2 taimis kargad tamashi viswavlet,,, rogorc chans shualedis dacheras cdilobs ... abalansebs :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით