ვაისი: "ჯგუფში სიტუაცია არ შეცვლილა"

12-06-2017, 00:09

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კიშინიოვში საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. პირველ ტაიმში მასპინძლები 2:0 იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ქართველმა ფეხბურთელებმა სიტუაცია გამოასწორეს.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა.

"ჯგუფში სიტუაცია არ შეცვლილა. ჩვენ მეხუთეზე ვართ, ხოლო მოლდოვა კვლავ ბოლო პოზიციაზეა. მატჩი დაცვითი ტაქტიკით მეტოქიდან გამომდინარე დავიწყეთ. მათ გუნდში ასაკოვანი ფეხბურთელები ჰყავთ და ვფიქრობდი მალე დაიღლებოდნენ. ვერ წარმოვიდგენდი, პირველ ტაიმს 2:0-ს თუ წავაგებდით". 

"მეორე ტაიმში სიტუაციის გამოსწორება მოვახერხეთ ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ. ცვილელებებმა შედეგი მოიტანა, შეტევის გაძლიერებად გუნდს სარგებელი მოუტანა".

"ყაზაიშვილი და მერებაშვილი პროფესიონალები არიან. ისინი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდნენ და მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. საერთო ჯამში გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა". - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში, ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.



  • beka10
  • 12 ივნისი 2017 00:10
arada dzaan momwons vaisi

  • herrgio
  • 12 ივნისი 2017 00:21
magari specialistia ubralod uketesi sastavi schirdeba

ჯერ რა გუნდი გვყავს და კომენტატორები ხო საერთოდ რაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით