რონალდო: "ანდრე სილვა ჩემი მემკვიდრეა"

12-06-2017, 17:30

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა. მსოფლიოს 4 გზის საუკეთესო ფეხბურთელის თქმით, როდესაც კარიერას დაასრულებს, ნაკრები კარგ ხელში დარჩება, ხოლო მისი მემკვიდრე ანდრე სილვა იქნება.

სილვა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გადავიდა იტალიურ "მილანში". მანამდე იგი "პორტოს" ღირსებას იცავდა და უკვე დიდი ხანია ამ ფეხბურთელზე პორტუგალიური ფეხბურთის ბოსები უდიდეს იმედებს ამყარებენ.

"როდესაც კარიერას დავასრულებ, პორტუგალია მაინც კარგ ხელში დარჩება. ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის თავდამსხმელი ანდრე სილვა, რომელსაც შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს". - განაცხადა რონალდომ.

21 წლის ანდრე სილვა "მილანში" ცოტა ხნის წინ 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩაირიცხა.

  • beka10
  • 12 ივნისი 2017 17:30
vaa sagol ronikaa sagol

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით